სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:39 | 6.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “ყველაზე რთულია, როცა წაქცეული ხარ და ფეხზე უნდა წამოდგე”
ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ათი თვე გავიდა, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ახალი გუნდი მოვიდა, რა შეიცვალა ამ ათ თვეში - ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ასევე, ასაკობრივი ნაკრებების თავკაცები, ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი და გუნდების რაოდენობა დაწყებული უმაღლესი ლიგიდან დამთავრებული ბავშვთა ლიგებამდე.

Worldsport.ge საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ესაუბრა.

ფეხბურთი ისეთი თემაა, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ შეეხები და არ გწყინდება საუბარი, მითუმეტეს ისეთ კაცთან, რომელიც რეკორდსმენია ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები მატჩების რაოდენობით, ჯერჯერობით (იმედია, ჯერჯერობით) ყველაზე მნიშვნელოვანი გოლიც გაუტანია ნაკრების ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგაში ერთადერთი ჰეთ-თრიქოსანი ქართველია და გერმანულ ბუნდესლიგაშიც საკმაო კვალი დაუტოვებია. დღეს კი სხვა მისია აკისრია: სფფ-ის პრეზიდენტია. ამიტომაც, ჩვენი საუბარი ორ საათს გაგრძელდა.

ლევან კობიაშვილი: - ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი სიახლეებია წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ერთი წამითაც არ გვაქვს თვითკმაყოფილების გრძნობა. ჩვენ რეალისტები ვართ და ვიცით, რომ მოკლე პერიოდში რაიმე განსაკუთრებული წინსვლა ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები, რომლებიც რეალურად გვაფიქრებინებს, რომ წარმატებებიც არ დააყოვნებს.

რასაც მივაღწიეთ და ძალიან მახარებს არის ის, რომ ქვეყანაში ფეხბურთისადმი ინტერესი გაიზარდა. ეს ეტყობა ბავშვთა და ასაკობრივ ლიგებსაც. აღსანიშნავია, რომ მეორე ლიგაში თამაშის სურვილი 67-მა კლუბმა გამოთქვა. 25 ახალი კლუბი შეიქმნა. ეს შემთხვევით ხომ არ ხდება? ანუ, ხალხს გაუჩნდა ნდობა. ასევე ჩავატარეთ მოყვარულთა ლიგა, რაც ადრე არ ყოფილა. მასში მთელი თბილისის მასშტაბით 16 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი ჩაერთო, ამ ეტაპზე კი მონაწილეობის სურვილი 70-მდე გუნდმა დააფიქსირა. სწორედ ასეთი აქტივობებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ფეხბურთის განვითარებას, მასობრიობის გაზრდასა და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს ქალთა ფეხბურთში და ფუტსალშიც.

დავიწყეთ ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც გოგონათა 6 გუნდი ჩაერთო. დამეთანხმებით, ამ მიმართულებით ნამდვილად იგრძნობა გამოცოცხლება და ეს აშკარაა ყველასთვის. გულდასაწყვეტი ისაა, რომ აქამდეც შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო, თუმცა სამწუხაროდ, არ გაკეთდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ იზრდება კერძო სექტორის დაინტერესება, მათი მხრიდან ნებისმიერი სახის ჩართულობა, მათი ინტერესი მნიშვნელოვნად აისახება საფეხბურთო სფეროს განვითარებაზე.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს :VTB- ს, კოკა-კოლასა და ჰუალინგს.

ყოველთვის ჩნდება კითხვა: ნაკრებებისა და კლუბების შედეგი პირდაპირ კავშირშია ფედერაციის მუშაობასთან? ფედერაციის ვალია, ყველანაირი პირობები შეუქმნას მათ, მოწესრიგებული მენეჯმენტი ჰქონდეს...

- ნაკრებების შედეგზე, ბუნებრივია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა პასუხისმგებელი, რაც შეეხება კლუბებს, ფედერაციის მხრიდან კლუბებს მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ. იქნება ეს ჩემპიონატის ორგანიზების თუ სხვა კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლუბებმა იცოდნენ საკუთარი როლი ფეხბურთის განვითარებაში, რადგან ჩვენ ყველა ერთად ვქმნით საერთო სურათს. ბუნებრივია, კლუბების წარმატებაზე სპორტული თვალსაზრისით თავად კლუბები არიან პასუხისმგებლები, თუმცა ჩვენი მიზანია მათ ყოველმხრივ დავეხმაროთ. ამისათვის, ვატარებთ საფეხბურთო-საგანმანათლებლო პროექტებს, რადგან განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინდა გითხრათ, რომ შემოდგომიდან უეფას მენეჯმენტის კურსი დაიწყება, რომელსაც ქართულ ენაზე ვატარებთ. ეს არის ფეხბურთში თანამედროვე სტანდარტების სწავლებისა და დანერგვის ერთ-ერთი საშუალება, მათთვის ვინც კლუბებსა და აკადემიებში მენეჯერებისა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელების პოზიციებზე იმუშავებენ.

რამდენიმე დღის წინ სასტუმრო "ჰუალინგში" ჩვენი ორგანიზებით ჩატარდა სემინარი გულშემატკივართან ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. უეფას გულშემატკივრებთან მეკავშირე ოფიცრების პროექტის კონსულტანტმა სტიუარტ დაიქსმა სემინარის ჩვენ მხარეს პროექტი გააცნო, უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრა, გამოცდილება გაუზიარა.

აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მწვრთნელთა განათლების პროგრამის ფარგლებში დასრულდა პრო-ლიცენზიის კურსები და ახლა უკვე განათლების უმაღლესი საფეხურის მქონე მწვრთნელები გვყავს.

- აუდიტის დასკვნით, წინა ფედერაციის ქმედების შედეგად, სფფ-ის საბიუჯეტო დეფიციტი 17 მილიონამდე ლარს შეადგენს, აქედან 5 მილიონი წინასწარ გახარჯული თანხებია. როგორ აპირებთ ამ ვალის დაფარვას?

-რეალობას და პასუხისმგებლობას ვერსად გავექცევით. ეს ის მძიმე ფინანსური მემკვიდრეობაა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, ნამდვილად მინუსებიდან დავიწყეთ. ყრილობაზე გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დეტალურად ისაუბრა აუდიტის შედეგებზე. სამწუხაროდ, სფფ-ის წინა ხელმძღვანელების არასწორმა მენეჯმენტმა, დამოკიდებულებებმა და უპასუხისმგებლო მიდგომებმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე.

საქმის არცოდნამ გამოიწვია ის, რომ დაგვხვდა ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა, თუნდაც ნაკრების აღჭურვილობის მხრივ.

- აღმდგენ და სამედიცინო საშუალებებს გულისხმობთ?

- არამარტო. საქმისადმი არასწორი დამოკიდებულებისა და არცოდნის გამო აქცენტები იყო აბსოლუტურად არასწორად გაკეთებული. ნაკრებს აკლდა ისეთი მნიშვნელოვანი აღჭურვილობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ფეხბურთი. ჩვენ ნაკრები სრულად აღვჭურვეთ, იმისათვის, რომ ჰქონდეთ საშუალება იმუშაონ საკუთარ თავზე, გააუმჯობესონ შედეგი და მწვრთნელმა რეალური სურათი დაინახოს. ამ მიმართულებით ადრე არაფერი კეთდებოდა.

- 67 კლუბი მეორე ლიგაში. ბევრმა თქვა, სად გვყავს ამდენი ფეხბურთელიო და თქვენ რას იტყვით ამის საპირისპიროდ?

- ჩვენთვის ძირითადი დასაყრდენი მასობრივი ფეხბურთია. დღესდღეობით ყველა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია, გერმანიიდან დაწყებული, აქცენტს აკეთებს ფეხბურთის მასობრიობაზე. მეორე ლიგაში ასეთი მოთხოვნის არსებობა ძალიან სასიხარულოა, რადგან ეს ერთ-ერთი დასტურია ჩართულობის, ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის განვითარების.

- მიმდინარეობს 13-წლამდელთა რეგიონთა თასი, რაც სიახლეა. უფრო ვრცლად გვითხარით ამის შესახებ. ეს ყოველწლიურად მხოლოდ 13-წლამდელთა შორის ჩატარდება თუ ასაკები შეიცვლება?

- რამდენიმე თვეა, რაც მიმდინარეობს თამაშები. რეგიონთა თასი იმიტომ ჩამოვაყალიბეთ, რომ მეტი მასობრიობა იყოს და მეტმა მოზარდმა შეძლოს თავის გამოჩენა. ამ პროექტის მთავარი მიზანია რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს გახლავთ უახლესი პროექტი, რომლისთვის დაფინანსება ფიფასგან მოვიპოვეთ. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, პირველად ფეხბურთის ისტორიაში, უკლებლივ ყველა რეგიონში, უკვე შექმნილია 13 წლამდელთა ნაკრებები, რომლებთანაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 20 მწვრთნელი მუშაობს. სრული სპორტული ეკიპირებით აღვჭურვეთ ტურნირის მონაწილე ბავშვები. ასევე ჩავატარეთ მწვრთნელების გადამზადების კურსები, რომელსაც ფიფას მწვრთნელთა ინსტრუქტორი კიმ პაულსენი უძღვებოდა. “რეგიონთა თასი” ერთგვარი პლატფორმაა ნიჭიერი ახალგაზრდების სელექციისათვის. გეცოდინებათ, სკაუტთა ჯგუფი ესწრება ბავშვთა და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების თამაშებს, რაშიც გასაკვირი არაფერია, მაგრამ ადრე ასე არ ხდებოდა. ამ პროექტის საშუალებით ჩვენ სრულყოფილ ინფორმაციას ვფლობთ ბავშვებზე ყველა რეგიონში, ყველას შეუძლია თავის გამოჩენა და გარწმუნებთ, არავინ დაიკარგება. მომავალში შესაძლებელია, რომ ტურნირი სხვა ასაკებშიც ჩატარდეს.

- 7 აგვისტოს უმაღლესი ლიგა იწყება, გარდამავალი ჩემპიონატი. ჩვენმა საიტმა კლუბების ხელმძღვანელებს ჰკითხა აზრი და აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოიწონა, სხვაგვარად გაისად 10+10 (უმაღლეს და პირველ ლიგაში კლუბების რაოდენობა) სისტემაზე ვერ გადავიდოდითო. აქამდე ასეთი ჩემპიონატი არ ყოფილა...

- უპირველესად, მინდა, რომ ყველა კლუბს წარმატება ვუსურვო. გარდამავალი ჩემპიონატის მთავარი პრინციპი 2017 წლის სეზონისთვის მზადებაა. ფორმატი, ბუნებრივია იდეალური არ არის, რადგან იდეალური ბუნებაში არაფერია. ეს იქნება პირველი ჩემპიონატი, რომელსაც ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ატარებს.

ჩვენი ათვლის წერტილი 2017 წლის ჩემპიონატი იქნება, რომელზე გადასასვლელადაც გარდამავალი ეტაპი უნდა გავიაროთ. წლევანდელმა ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემპიონატის ამ ფორმატზე და ასევე გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა. ჩვენი კლუბების წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ძველი ფორმატით ისინი აბსოლუტურად მოუმზადებლებად ხვდებოდნენ ევროსეზონს. ახალი სისტემით კი კლუბები მას გაცილებით მომზადებულები შეხვდებიან.

- ერთი თვის წინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, ერთ წელიწადში საქართველოს 10 ახალი საფეხბურთო სტადიონი შეემატებაო.

- მისასალმებელია, რომ ფედერაციამ ასეთი ნდობა მოიპოვა სახელმწიფოს მხრიდან. ამის დასტურია, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთანაც ასეთი კარგი და საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. ეს შემთხვევით არ ხდება. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მთავრობას და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტისათვის, რადგან ინფრასტრუქტურის როლი გადამწყვეტია. 10 ახალი მოედანი იმ დროს, როცა აშკარად გვაკლია სტადიონები და რაც გვაქვს, ისინი ძალიან გადატვირთულია - ეს სასიხარულო ფაქტია.

- რეგიონებში ხშირად დადიხართ და იქაურ საფეხბურთო ცხოვრებასაც უყურებთ. რამდენად იგრძნობა საფეხბურთო ინტერესი?

- აშკარად გაიზარდა ინტერესი და ეს აღვნიშნე თუნდაც ყაზბეგში ჩასვლისას, სადაც წლების განმავლობაში საფეხბურთო ცხოვრება არ არსებობდა, რამდენიმე თვეა შეიქმნა ბავშვთა საფეხბურთო გუნდი, რომელიც 80 ბავშვს აერთიანებს. ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია. ასევე ვიყავით გურიაში - ნატანებში, სადაც ადგილობრივ ბავშვთა საფეხბურთო გუნდებს შევხვდით. გაზრდილი ინტერესის დამადასტურებელია ისიც, რომ მეორე ლიგაში ამდენმა გუნდმა, სხვადასხვა რეგიონიდან შემოიტანა განაცხადი. როგორც იცით, მეორე ლიგა რვა ჯგუფად დაიყოფა ტერიტორიული პრინციპით და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა წამოწყებამ ის ტრადიციული კლუბებიც აღადგინა, რომლებიც კარგა ხანი აღარ ფუნქციონირებდნენ.

- სატელევიზიო პროექტებზე გვითხარით, რომელიმე ტელეკომპანიასთან ხომ არ გაგიფორმებიათ ხელშეკრულება ჩემპიონატის თამაშების გაშუქებაზე?

- გარდამავალი ჩემპიონატისა - არა. ამ პროექტის განხორციელება, დიდი ალბათობით, 2017 წლის სეზონიდან დაიწყება.

- ფედერაციაში დაარსეთ სპორტული სამართლიანობის (Fაირ Pლაყ) სამსახური, რომლის ხელმძღვანელიც ვახტანგ ბზიკაძეა. წინა სეზონის ბოლოს ქედის "ბეთლემი" და მისი 5 წევრი დასაჯეთ. ხშირია ასეთი მატჩები, რომლებიც ეჭვს იწვევს?

- რეაგირებაა საჭირო ყველა ასეთ შემთხვევაზე. როცა რეაგირება არ ხდებოდა, გარიგებული თამაშიც ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდათ. ყველამ იცოდეს, რომ მსგავს ფაქტებს არასოდეს დავმალავთ, უმკაცრეს ზომებს მივიღებთ. ჩვენი წარმომადგენლები არცერთ თამაშს არ აცდენენ არათუ უმაღლეს ლიგაში, არამედ პირველ ლიგაში, მეორე ლიგაში და ასაკობრივ ლიგებშიც. მოხარული ვარ, რომ სპორტული სამართლიანობის სამსახური საქმეს კარგად უძღვება. იცით, ეს მხოლოდ ფედერაციის პრობლემა არ უნდა იყოს, ამ პრობლემას ერთად უნდა ვებრძოლოთ ჩვენ, გულშემატკივრები, მედიის წარმომადგენლები, ყველა ადამიანი ვისაც ქართული ფეხბურთის ბედი და იმიჯი აღელვებს, რადგან მსგავსი ფაქტები არის შეურაცხმყოფელი და აზარალებს ქართულ ფეხბურთს.

- გაისად 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ. გადაწყდა, რომელ სტადიონებზე იქნება თამაშები? და როგორ მიმდინარეობს მზადება?

- თამაშები იქნება "მიხეილ მესხის" ორივე მოედანზე, ასევე, გორსა და თბილისში - აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე, რომელიც გადმოგვეცა. ჩვენ ამ სტადიონის მიმართ მთელი რიგი ვალდებულებები ავიღეთ, კერძოდ სტადიონის უეფას მე-2 კატეგორიის დონეზე მოეწყობა და მზად იქნება უმასპინძლოს ჩემპიონატს, რომლისთვისაც ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვემზადებით. 7 ნაკრები ჩამოვა და ფინალურ ეტაპს ღირსეულად უნდა ვუმასპინძლოთ.

- როგორც ვიცით, ნოემბერში საინტერესო ოთხთა ტურნირი გაიმართება საქართველოში 19-წლამდელთა ნაკრებების მონაწილეობით. ცნობილია ყველა ჩამომსვლელი ნაკრების ვინაობა?

- ტურნირში, რომელიც თბილისსა და გორში გაიმართება საქართველოს, საფრანგეთის, ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას. მანამდე კი, გიორგი ყიფიანის გაწვრთნილი ნაკრები 2 და 4 სექტემბერს ლიტვას, ხოლო 8 და 10 ოქტომბერს სერბეთს უმასპინძლებს.

- ეროვნული ნაკრები: 5 სექტემბერს შესარჩევის პირველი მატჩი გველის ავსტრიასთან. ვლადიმირ ვაისს ჯგუფში რაიმე კონკრეტული მიზანი დაუსახეთ?

- ჩვენი მთავარი მიზანია, კარგად მოვემზადოთ თამაშიდან თამაშამდე, ბრძოლა აუცილებელია, ნაკრები თითოეულ მატჩში ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ასევე აუცილებელია ვიყოთ რეალისტები და სწორად შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა, გავიაზროთ სად ვართ. წინ ძალიან რთული და საპასუხისმგებლო მატჩი გველოდება.

- საინტერესო იყო ვაისის განცხადება ნაკრების ზოგიერთ ფეხბურთელზე, მათ აღარ გამოვიძახებთო. ვის გულისხმობდა?

- ამაზე თავად ვაისი უპასუხებს. აგვისტოს თვეში აუცილებლად ექნება პრესკონფერენცია, მანამდე კი მოვიცადოთ.

- ბოლო სამ ამხანაგურ მატჩზე: როგორ მოხდა, რომ სლოვაკეთთან და რუმინეთთან წაგებების შემდეგ, საქართველომ ესპანეთს მოუგო? საინტერესოა, პირადად თქვენ რა უთხარით ფეხბურთელებს ესპანელებთან მატჩის წინ?

- რთულია, როცა ასეთი წაგებებიდან რამდენიმე დღეში თამაში გაქვს, თანაც ვისთან - ესპანეთთან გასვლაზე. ფეხბურთელებს თამაშამდე შევხვდი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ საკუთარ თავში ძალა ეპოვათ. იმ დღეს, 7 ივნისს ერთიანი გუნდი ვნახეთ მინდორზე. ყველაზე რთულია, როცა წაქცეული ხარ და ფეხზე უნდა წამოდგე. ყველაზე რთულია და ყველაზე საამაყოც, როცა ამას მოახერხებ. ესპანეთთან გამარჯვება, რა თქმა უნდა, სასიხარულოა და კარგია, იმიტომაც, რომ გუნდს საკუთარი ძალების რწმენა დაუბრუნდა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აუცილებლად უნდა დავრჩეთ რეალისტებად, წინ გაცილებით რთული თამაში გველოდება ავსტრიასთან.

- წლეულს შესარჩევის 4 მატჩი ელის ეროვნულ ნაკრებს და ამხანაგური თამაშიც შეიძლება ჰქონდეს?

- ამ ეტაპზე ამხანაგური თამაში დაგეგმილი არ არის. შესარჩევს სექტემბერშიც ვთამაშობთ, ოქტომბერშიც (ორჯერ) და ნოემბერშიც, ამდენად გადატვირთული გრაფიკია.

რამდენად კარგი ურთიერთობა აქვს სფფ-ს უეფასთან და ფიფასთან? რამდენად გაიღრმავეთ კონტაქტები?

- ძალიან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა გვაქვს, ხშირად გვაქვს შეხვედრა უეფასა და ფიფას ჩინოსნებთან, საქართველოშიც არაერთხელ ჩამოდიან, გვიზიარებენ გამოცდილებას. ასევე კარგი და საქმიანი ურთიერთობა გვაქვს უეფას და ფიფას ხელმძღვანელებთან, რომელთაც ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ღონისძიებებზე.

- ბოლოს კი გკითხავთ ევრო-2016-ზე: რამდენად მოგეწონათ ჩემპიონატი, რა სიახლეები დაინახეთ ყველაზე მეტად?

- გულშემატკივრები უფრო სანახაობრივ თამაშს ელოდნენ. ასე ვიყავი მეც, თუმცა, საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო ჩემპიონატი იყო. ფორმატი ჩვენთვის ძალიან მისაღებია, რადგან 24 გუნდი რომ გადის ფინალურ ეტაპზე, ეს საქართველოსთვის კარგია.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112437
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X