სხვა

17:01 | 4.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიოში ძალოსნებიც გაემგზავრნენ

დღეს დილით 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ძალოსნობის ნაკრების დელეგაციის მეორე ნაწილი გაემგზავრა.

რიოსკენ გეზი აიღეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ და ევროპის ჩემპიონმა და ნაკრების კაპიტანმა ირაკლი თურმანიძემ.

ქართველ ძალოსნებს ბრაზილიაში დახვდებიან გიორგი ჩხეიძე, ანასტასია გოტფრიდი, მწვრთნელი ავთო გახოკიძე და ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს ოლიმპიადაში პირველი გოტფრიდი (+75) ჩაებმება, შემდეგ კი საქმეში ჩხეიძეს (105, 15-16 აგვისტო, წილისყრის მიხედვით), თურმანიძეს (+105, 16 აგვისტო) და ტალახაძეს (+105, 16 აგვისტო) ვიხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107983