ფეხბურთი

20:00 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვერატიმ პსჟ-სთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

პსჟ-ს 23 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ პარიზულ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სურათი, სადაც ვერატი ხელშეკრულებას ხელს აწერს, თუმცა ჯერჯერობთ ოფიციალურად არც კლუბს და არც თავად ფეხბურთელს აღნიშნული ფაქტი არ დაუდასტურებია. გავრცლებული ინფორმაციით, ვერატიმ პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააგრძელა.

ვერატი პსჟ-ს ღირსებას 2012 წლიდან იცავს, სადაც 157 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

0.117903