ფეხბურთი

22:13 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანია "სევილიაში" - ჯერ მეორე გუნდში

გიორგი აბურჯანია კარიერას ესპანურ “სევილიაში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ ანდალუზიურ გუნდს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, მაგრამ როგოც ცნობილი ხდება, მან დღეს დილით სამედიცინო შემოწმება გაიარა და 4 წლიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. 21 წლის ქართველის შეძენა “სევილიელ დალაქებს” 1.5 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი დაუჯდათ.

თუმცა, აბურჯანია პირველ ეტაპზე არა სევილიელთა მთავარ გუნდში, არამედ II გუნდში ითამაშებს, რომელიც დამდეგი სეზონიდან სეგუნდა დივიზიონში იასპარეზებს. თუ გიორგი ხორხე სამპაოლის ყურადღებას მიიქცევს, მაშინ მას მთავარ გუნდშიც იხმობენ – ამისთვის “აბუს” დრო ნამდვილად აქვს – ოთხი წელი. აღნიშნულ ინფორმაციას ერთბაშად ორი გამოცემა fichajes.com-ი და el-sevillista.com-ი ავრცელებენ.

შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანია ტარაგონას “ხიმნასტიკში” თამაშობდა, რომელსაც მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და 16 მატჩში გუნდს 2-2 გოლითა და საგოლე პასით შეეწია. მანამდე, ქართველი ნახევარმცველი ფამაგუსტას “ანორთოსისსა” და გორის “დილაში” ირჯებოდა.

0.11167