ფეხბურთი

14:31 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაკაბაძემ აბურჯანიას “სევილიაში” წარმატებები უსურვა

გიორგი აბურჯანია “სევილიას” ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია ამ დროისთვის ოფიციალურად არცერთ კლუბს არ დაუდასტურებია, მაგრამ როგორც WORLDSPORT.GE-სთან საუბრისას გიორგის აწ უკვე ყოფილმა თანაგუნდელმა ოთარ კაკაბაძემ განაცხადა, ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია.

“რა თქმა უნდა, გამიჭირდება აბურჯანიას გარეშე. მან მასწავლა აქ თითქმის ყველაფერი სანამ წავიდოდა და მის გარეშე რთული იქნება, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. მინდა აბუს წარმატებები ვუსურვო ახალ გუნდში”, - გვითრხა კაკაბაძემ.

აბურჯანია “ხიმნასტიკში” მიმდინარე წლის იანვარში ჩაირიცხა და ამ მოკლე პერიოდში შეძლო “სევილიელ დალაქთა” ინტერესისა და მოწონების მოპოვება. რაც შეეხება კაკაბაძეს, მისი “ნასტიკში” გადასვლა დიდწილად სწორედ აბურჯანიას დამსახურება გახლდათ და ვინ იცის, იქნებ ცოტა ხანში მანაც გაცილებით მაღალ დონეზე გაიკაფოს გზა.

0.150218