ფეხბურთი

12:12 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსის“ წინადადება „ევერტონს“: 67 მილიონი ლუკაკუს სანაცვლოდ

ლონდონის „ჩელსი“ ბელგიის ნაკრების ფორვარდის რომელუ ლუკაკუს შეძენითაა დაინტერესებული და ლივერპულის „ევერტონს“ ოფიციალური წინადადებით მიმართა.

La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის, ივან ძაცარონის მტკიცებით, „არისტოკრატები“ მზად არიან 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში 67 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ, რაც 80 მილიონი ევროა.

ლუკაკუს ინტერესებს ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა იცავს. თავად ბელგიელი „ჩელსიში“ დაბრუნების წინააღმდეგი არაა და ახლა ჯერი მოლაპარაკებაზეა. ცნობილია, რომ „ევერტონი“ მის სანაცვლოდ 75 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს.

რომელუ „ჩელსიში“ 2011 წელს „ანდერლეხტიდან“ გადავიდა, ასაკის გამო გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და ერთი სეზონი განათხოვრების წესით „ვესტ ბრომვიჩში“ გაატარა, ხოლო 2013 წელს „ევერტონში“ გადავიდა. ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში მან 18 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11349