ფეხბურთი

20:04 | 31.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კოკე „შალკეს“ ფეხბურთელია

ევროპის ლიგის მფლობელის, „სევილიას“ აწ უკვე ყოფილი მცველი კოკე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

გელზენკირხენული კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მხარეებმა ყველა დეტალი შეათანხმეს დათავად 29 წლის ფეხბურთელმაც სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. ოფიციალური წყარო ფინანსურ დეტალებს არ ახმაურებს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ „შალკემ“ ევროპის ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადა.

1 ივლისს ესპანელი სამშობლოში დაბრუნდება, რათა უკანასკნელი ფორმალობები მოაგვაროს. ამის შემდეგ ის „შალკეს“ შეუერთდება და კონტრაქტზე საკუთარ ხელმოწერასაც მაშინ დასვამს. ამრიგად, კოკე „სევილიას“ 5 წარმატებული სეზონის შემდეგ ტოვებს. ამ პერიოდში მან სამჯერ მოიგო ევროპის ლიგა. „რაიო ვალეკანოს“ აღზრდილმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირში ერთად ჩატარებულ 42 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112495