ფეხბურთი

22:00 | 31.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” მარიო რუი დიდი ხნით დაუშავდა და თვალი დარმიანს დაადგა

იტალიურ “რომას” ახალწვეული მარიო რუი დიდი ხნით გამოაკლდა. როგორც რომაული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელი მარცხენა მცველი მარიო რუი მოედანზე გასვლას მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. არადა, 25 წლის ფეხბურთელი “რომამ” ახლახან დაიმატა “ემპოლიდან”, თუმცა როგორც ჩანს, ახლა მარცხენა მცველის ძებნა თავიდან მოუწევს.

იტალიურ მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ჯალოროსი” “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველ მატეო დარმიანის შეძენას ეცდება.

სხვათა შორის, “რომას” კიდევ ერთი მცველი ჰყავს დაშავებული – ანტონიო რუდიგერმა ტრავმა ჯერ კიდევ გერმანიის ნაკრებში ყოფნისას, ევრო 2016-ის დაწყებამდე მიიღო და გამოჯანმრთელებას ნოემბრამდე ვერ მოახერხებს.

0.117349