ფეხბურთი

16:30 | 31.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ველოზუ “ჯენოაში” ითამაშებს

პორტუგალიელი მიგელ ველოზუ ამიერიდან იტალიური “ჯენოას” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ გენუური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს. 30 წლის ფეხბურთელისთვის სხვათა შორის, “ჯენოა” უცხო არაა, 2010-2012 წლებში ამ კლუბში უკვე ირჯებოდა.

“დარწმუნებული ვარ სწორი არჩევანი გავაკეთე, არამარტო სპორტული თვალსაზრისით. ჩემს გუნდს და თანაგუნდელებს ყველანაირად დავეხმარები”, - თქვა ველოზუმ.

მიგელ ველოზუ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კიევის “დინამოში” თამაშობდა, ხოლო მანამდე “ჯენოასა” და ლისაბონის “სპორტინგის” წევრი გახლდათ. პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში მიგელს 56 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112794