სხვა

23:01 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიოდან: კახი კახიაშვილის პირველი შეფასება

ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის ნაწილი უკვე რიოშია. მალე სრული დელეგაცია შეივსება და დაიწყება სრული დატვირთვით მზადება წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირისთვის. რიოდან კომენტარს აკეთებს, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, კახი კახიაშვილი. როგორც იცით, გუშინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ძალოსნების ნაკრები ბრაზილიაში ოთხი სპორტსმენით გამოვა. ლიცენზია ანასტასია გოტფრიდმა მიიღო.

კახი კახიაშვილი (საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): „ანასტასიამ მიიღო ლიცენზია და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვეგონა, რომ გოტფრიდმა ეს ლიცენზია ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილით მიიღო, მაგრამ მოგვიანებით გვითხრეს, რომ მხოლოდ სამი ლიცენზია გვაქვს და სამივე – კაცებში.

საერთაშორისო ფედერაციაში იცოდნენ, რომ საქართველოში დავიწყეთ ქალებში ძალოსნობის განვითარების პროგრამა, გვქონდა მოკლე პერიოდში კარგი შედეგები. ბედნიერი ვარ, რომ ეს გაითვალისწინეს და უკვე მაშინ, როდესაც ყველა საგანაცხადო საკითხი დახურული იყო, მივიღეთ ინფორმაცია, რომ ანასტასია გოტფრიდი ოლიმპიადის მონაწილე გახდა. ცუდია, რომ ამ მომენტში ანასტასია ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის და დრო ცოტა რჩება. ქართულმა ძალოსნობამ 4 ლიცენზია მოიპოვა და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატებაა“.

- რა მდგომარეობაა რიოში?

- მიდის აკლიმატიზაციის პროცესი. დელეგაციის ერთი ნაწილი აქ არის, ვეცნობით ქალაქს. ოდნავ ცივა და ჯერ თბილ ტანსაცმელს ვიყენებთ. სპორტსმენებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, რომ არ გაცივდნენ, ზედმეტად რომ არ გადაიტვირთონ.

- რამდენად ემჩნევა ქალაქს გრანდიოზული სპორტული ტურნირის მასპინძლობა?

- საერთოდ არ ემჩნევა, რომ ქალაქი ამდენად გრანდიოზულ ტურნირს ატარებს. ქალაქის ცენტრალურ უბნებში საერთოდ არ ჩანს არცერთი მინიშნება, რომ მალე ოლიმპიადა იწყება. სიმართლე გითხრათ, ოდნავ მეტ სიხარულს და აჟიოტაჟს ველოდებოდი.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეს-ცენტრი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113389