სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:00 | 30.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია: "უდიდეს თავდამსხმელებთან მიწევს ურთიერთობა და მათგან ბევრს ვსწავლობ"
"ვნახოთ რა იქნება ხვალ - ამჟამად "ემპოლიზე" ვფიქრობ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს ბინადარი “ემპოლი” ის გუნდია ტოპ ლიგებიდან, სადაც ერთბაშად ორი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება. ორივე – თავდამსხმელი. ლევან მჭედლიძე და რომან ჭანტურია. ეს უკანსკნელი 20 წლისაა და ეს, ის ასაკია, როდესაც მთავარ გუნდში თამაშზე ფეხბურთელმა უნდა იფიქროს. მეტიც, ითამაშოს კიდეც.

გასულ სეზონში ჭანტურია “ემპოლის” პირველ გუნდში ვარჯიშობდა, მაგრამ თამაშით ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. სეზონის ბოლოს მარკო ჯამპაოლომ იგი სერია A-ს სამატჩო განაცხადშიც რამდენჯერმე შეიყვანა, მაგრამ მას ელიტარულ ლიგაში დებიუტი ჯერაც არ ჰქონია. რომანს, რომელსაც შარშან ახალგაზრდებში შედეგიანი სეზონი გამოუვიდა, ტრავმა აწუხებდა, რომელიც ახლახან მოიშუშა და ვარჯიშიც განაახლა.

WORLDSPORT.GE მას იტალიაში დაუკავშირდა და საკმაოდ საინტერესეო თემებზე ვისაუბრეთ. როგორც იმედისმომცემი შემტევი ამბობს, შესაძლოა ნავსაყუდელი შეიცვალოს, მაგრამ ახლა ამაზე ნაკლებად ფიქრობს, რადგან “ემპოლისთან” გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს. ახალ სეზონში მას ბევრი შრომა მოუწევს, რომ ტოსკანურ გუნდში ხშირად ათამაშონ – კონკრენტები ჰყავს საკმაოდ სახელმოხვეჭილნი. თუნდაც, მსოფლიოს ჩემპიონი – ალბერტო ჯილარდინო...

- როგორ მიმდინარეობს წინასასეზონო შეკრება “ემპოლიში”?

- გუნდმა მოსამზადებელი პერიოდი 10 ივლისიდან დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ მოგეხსენებათ, მუხლზე ოპერაცია გავიკეთე და ერთი თვე რეაბილიტაციას გავდიოდი. დიდი იმედი იყო, რომ გუნდს თავიდანვე შევუერთდებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომ, პირველ შეკრებაზე “ემპოლის” ვერ გავყევი – დაახლოებით 3 დღეა რაც მეორე შეკრებაზე გადავედით, სადაც გუნდს შევუერთდი და ვარჯიში დავიწყე.

- სრული დატვირთვით ვარჯიში შეგიძლია?

- ტკივილები ნაოპერაციებ და ახალ მოშუშებულ ტრავმას ყოველთვის თან ახლავს. ვარჯიშს რაც შეეხება, 100%-იანი დატვირთვით ვვარჯიშობ.

- “ემპოლის” ახალ თავკაცთან ახალგაზრდულ გუნდშიც გიმუშავია. როგორია მისი ხედვები და თქვენი დამოკიდებულება ერთმანეთთან?

- მასთან დაახლოებით 3 წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. აქამდე ყოველთვის მეორე მწვრთნელად მუშაობდა – ისე, უმაღლესი დონის სპეციალისტია, სწორი და ლამაზი ფეხბურთის მიმდევარი. რაც შეეხება დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ნორმალურია, როგორიც მწრვთნელსა და ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს.

- შარშან პირველ გუნდში თამაში არ გიწევდა. წელს როგორ იქნება საქმე ამ მხრივ?

- შარშან უკვე ვიყავი მთავარ გუნდში, ოღონდ ახალგაზრდებში ვთამაშობდი, პრაქტიკისა და ჩამოყალიბების გამო. წელს, რაღა თქმა უნდა, პირველ გუნდში ვარ ისევ და სათამაშო პრაქტიკას ვნახავათ სეზონის პერიოდში მექნება თუ არა.

- გარანტიას ვერავინ მოგცემს, მაგრამ მაინც – რამდენად არსებობს ამის რეალური შანსი?

- ჩემზეა დამოკიდებული თუ რამდენი სათამაშო დრო მექნება. ამიტომ, დაველოდოთ სეზონის დაწყებას.

- კონკურენცია დიდია: ჯილარდინო, მაკარონე, პუჩარელი, მჭედლიძე... ეს, ალბათ უფრო სტიმული უნდა იყოს...

- დიახ, დიახ. კონკურენცია მართლაც დიდია, რაც ფეხბურთელს ზრდის. მითუმეტეს, ახალგაზრდას, როგორიც მე ვარ. უდიდეს თავდამსხმელებთან მიწევს ურთიერთობა, რითაც ბედნიერი ვარ. ყოველდღე ვსწავლობ მათგან ყველაფერს. ერთი სიტყვით, საოცარ გარემოში ვიმყოფები და აუცილებლად შევეცდები, რომ ეს შანსი გამოვიყენო.

- ალბერტო ჯილარდინო: მსოფლიოს დონის ფეხბურთელი და მსოფლიოს ჩემპიონი...

- უდიდესი ფეხბურთელია და ორი აზრი არ არსებობს, დიდი სტიმულია მასთან ერთად ვარჯიში და თამაში. ყოველდღიურად ვსწავლობ მისგან, რაც სჭირდება თავდამსხმელს. ალბერტო დიდი და საოცარი პიროვნებაა!

- რა იქნება ახლა სეზონში “ემპოლის” პროგრამა მინიმუმი?

- ჩვენი მიზანია მესამე წელსაც დავრჩეთ სერია A-ში, რაც ამ გუნდის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.

- გაზაფხულზე იყო საუბარი “ემპოლიდან” წასვლაზე. ამჯერად ყველაფერი შეიცვალა?

- ჯერჯერობით სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და გამორიცხული არაფერია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

- ანუ, არის შემოთავაზებები, რაც გაფიქრებს...

- ამ ეტაპზე მხოლოდ “ემპოლიზე” ვფიქრობ და ვარ კონცენტრირებული. ვნახოთ რა იქნება მომავალში.

- კონკრეტული გუნდების დასახელება თუ შეგიძლია...

- არა, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით მოქმედი კონტრაქტი “ემპოლისთან” მაქვს, თან ხანგრძლივი და არ შემიძლია დავასახელო რომელიმე გუნდი. კიდევ ერთხელ ვამბობ – მინდა, “ემპოლიში” ვითამაშო და ვიფიქრო “ემპოლიზე”.

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გენდობიან, მაგრამ ეროვნულში ჯერ მიწვეული არ ყოფილხარ...

- დარწმუნებული ვარ, როდესაც დავიმსახურებ აუცილებლად გამომიძახებს ვლადიმირ ვაისი.

- ბოლოს, ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

- “იუვენტუსი”.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.107467
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X