ფეხბურთი

22:20 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვიეტო “სევილიას” ფეხბურთელია

მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი ლუსიანო ვიეტო ამიერიდან “სევილიას” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ანდალუზიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. როგორც “სევილიელ დალაქთა” ტვიტერის გვერდზეა მითითებული, 22 წლის შემტევმა სამედიცინო შემოწმება უკვე წარმატებით გაიარა და გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ გახმაურებულა ტრანსფერის ფინანსური დეტალები, თუმცა “გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, ვიეტო “სევილიაში” ერთწლიანი იჯარით დარჩება, რომელიც ხორხე სამპაოლის გუნდს 3 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო მომდევნო ზაფხულს მისი სრულად გამოსყიდვა 20 მილიონად იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ვიეტოს მიმართ ინტერესს კატალონიის “ბარსელონაც” იჩენდა, მაგრამ როგორც ჩანს, არგენტინელმა “სევილია” არჩია.

ვიეტო “ატლეტიკოში” გასულ ზაფხულს “ვილიარეალიდან” ჩაირიცხა, მაგრამ “ვისენტე კალდერონზე” თავი ვერ დაიმკვიდრა. მან ლა ლიგის 19 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122286