კალათბურთი

22:19 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა შემადგენლობა დაასახელა

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერხიო სკარიოლომ რიოს ოლიმპიადისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ესპანეთის 12-კაციანი შემადგენლობა: პო გასოლი (“სან ანტონიო”), ალექს აბრინესი (“ოკლაჰომა”), ვიქტორ კლავერი (“ბარსელონა”), რუდი ფერნანდესი (“რეალი”), გილერმო ერნანგომესი (“ნიუ იორკი”), სერხიო ლული (“რეალი”), ნიკოლა მიროტიჩი (“ჩიკაგო”), ხუან კარლოს ნავარო (“ბარსელონა”), ფელიფე რეიესი (“რეალი”), რიკი რუბიო (“მინესოტა”), სერხიო როდრიგესი (“ფილადელფია”).

ოლიმპიური საკალათბურთო ტურნირი 6-21 აგვისტოს ჩატარდება, ჯგუფური ეტაპის შემდეგ ოთხ-ოთხი საუკეთესო პლეი-ოფში გავა და პირველობისთვის ბრძოლა ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება.

0.117307