ფეხბურთი

15:37 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ კანდრევას სანაცვლოდ 25 მილიონს იხდის

რომის „ლაციოს“ ნახევარმცველი ანტონიო კანდრევა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მილანის „ინტერის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

„ნერაძურას“ უკვე ჰქონდა 29 წლის ფეხბურთელის შეძენის რამდენიმე მცდელობა, თუმცა რომაელები მის გაყიდვას არ ჩქარობენ.

დღემდე ბოლო ინფორმაცია იყო, რომ მილანელები კანდრევას სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს იხდიდნენ, ხოლო „ლაციო“ 25-ს ითხოვდა. ახლა La Gazzetta dello Sport-ი იუწყება, „ინტერი“ კანდრევას სანაცვლოდ 25 მილიონის გადახდას დაყაბულდაო. მისივე მტკიცებით, ჰავბექთან 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება და წლიური ანაზღაურება 2,7 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

ამბობენ, კლუბის ხელმძღვანელობა ამ ნაბიჯზე იმის გამო მიდის, რომ მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩენაზე დაიყოლიოსო, რადგან კანდრევას შეძენა სწორედ მისი მოთხოვნის საფუძველზე ხდება.

ანტონიომ სერია A-ს გასულ სეზონში „ლაციოს“ მაისურით ჩატარებულ 30 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110937