ფეხბურთი

18:58 | 26.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა საკო სახლში გაუშვა

„ლივერპულის“ ფრანგმა მცველმა მამადუ საკომ აშშ-ში მიმდინარე კლუბის შეკრება დატოვა და ინგლისში გაემგზავრა.

Liverpool Echo-ს ცნობით, ეს გადაწყვეტილება პირადად გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მიიღო.

26 წლის ფეხბურთელს აქილევსის მყესი ჯერ არ მოუშუშებია და მკურნალობას განაგრძობს. ის სეზონის სტარტსაც გამოტოვებს, თუმცა გერმანელი სპეციალისტი მნიშვნელოვნად მიიჩნევდა საკოს გუნდთან ერთად ყოფნას. მაგრამ კლოპი უკმაყოფილო დარჩა ფრანგის დამოკიდებულებით ლოს-ანჯელესში გაშლილ საწვრთნელ ბანაკთან მიმართებაში და მისი ინგლისში დაბრუნება გადაწყვიტა.

ასევე ტრავმირებული მოთამაშეები - ლუკას ლეივა და ჯო გომესი მერსისაიდელთა ბანაკში რჩებიან, თუმცა მათაც მოუწევთ საწვრთნელი მატჩების და სეზონის სტარტის გამოტოვება. კლუბში საკოსთან დაკავშირებული ინფორმაცია დაადასტურეს, დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან კი, თავი შეიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12036