ფეხბურთი

19:37 | 26.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„სევილიამ“ „ბარსელონას“ ვიეტოსთვის ბრძოლაში აჯობა

მადრიდის „ატლეტიკოს“ არგენტინელი თავდამსხმელი ლუსიანო ვიეტო უახლოეს პერიოდში განათხოვრების წესით „სევილიას“ უნდა შეუერთდეს.

22 წლის ფეხბურთელი „ატლეტიკოში“ შარშან „ვილიარეალიდან“, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა მადრიდელთა სასტარტო შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა.

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იყო ვარაუდები, რომ ვიეტო „ბარსელონას“ შეუერთდებოდა და შეტევის სამეულის - მესი-ნეიმარი-სუარესი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი გახდებოდა. ამავდროულად, მის მიმართ ინტერესს იჩენდა „სევილია“, რომელმაც შესაძლოა მთავარი დამრტყმელი, კევინ გამეირო დაკარგოს. ამ უკანასკნელის მიმართ ინტერესს ისევ და ისევ „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ იჩენენ.

Marca-ს ცნობით, ლუსიანოსთვის ბრძოლა უკვე დასრულდა და მასში ანდალუზიელებმა გაიმარჯვეს. წყარო გვარწმუნებს, რომ „სევილია“ ერთწლიანი არენდის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდის და მისი ამოწურვის შემდეგ, ფეხბურთელის ტრანსფერის გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ შეეძლება. იქვე ზუსტდება, რომ ამ ტრანსფერს გამეიროს „ატლეტიკოში“ შესაძლო გადასვლასთან არაფერი აკავშირებს.

0.108638