ფეხბურთი

14:45 | 26.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო მსოფლიო ჩემპიონატის გაფართოებას ითხოვს

ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს სურვილია, რომ მსოფლიოს უმაღლეს საფეხბურთო ფორუმზე 40 გუნდი თამაშობდეს.

ნიგერიაში გამართულ ღონისძიებაზე მან გააჟღერა აზრი, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის აფრიკის კონტინენტმა ორი დამატებითი ადგილი უნდა მიიღოს. ამჟამად, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 32-ია, აფრიკას ხუთი წარმომადგენელი ყავს და ამ კონტინენტის გუნდებს არასდროს უთამაშიათ ტურნირის ნახევარფინალში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც შვეიცარიელი პლანეტის მთავარი საფეხბურთო ფორუმის გაფართოებაზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ნაბიჯი უკვე გადადგა უეფამ და წელს ევროპის ჩემპიონატი გაფართოებული ფორმატით ჩატარდა.

0.107615