ფეხბურთი

17:59 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

აბურჯანიას ტრანსფერი: მოლაპარაკებები მიდის, თანხაც გაცხადდა

შესაძლოა, გიორგი აბურჯანია უახლოეს დღეებში გადავიდეს “სევილიაში”. მოლაპარაკებები დაწყებულია და მეტიც, ბოლო ფაზაში შედის. “ხიმნასტიკი” 21 წლის ქართველ ნახევარმცველში 3 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა “სევილია” თანახმაა, ეს თანხა ეტაპობრივად გადაიხადოს – თავიდან ერთი მილიონი და ასე შემდეგ.

აქ ერთი საგულისხმო ამბავია: სევილია ბ” სეგუნდა დივიზიონში გადავიდა და დიდი ალბათობით, აბურჯანია სწორედ აქ ითამაშებს, თუმცა ძირითად გუნდში დაწინაურების შანსი ექნება. ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, ფეხბურთელი როგორ გამოიჩენს თავს და მთავარი გუნდის მწვრთნელი ხორხე სამპაოლი რამდენად კარგი თვალით შეხედავს.
აბურჯანიას რომ შევეხმიანეთ, კომენტარისგან ჯერ თავი შეიკავა, თუმცა ის გვითხრა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

0.118037