ფეხბურთი

13:12 | 23.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სევილია” გიორგი აბურჯანიას თავს დასტრიალებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტარაგონას “ხიმნასტიკის” ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია შესაძლოა, ლა ლიგის ბინადარ “სევილიაში” გადაბარგდეს. ამის შესახებ ესპანური ინტერნეტპორტალი L’esportiu იტყობინება.

ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, “სევილიელ დალაქებს” აბურჯანიას საკუთარ გუნდში ხილვა სერიოზულად სურთ და მზად არიან “ნასტიკთან” მოლაპარაკებები მალევე დაიწყონ.

რამდენად შედგება აღნიშნული ტრანსფერი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ გიორგი გასულ სეზონში “ხიმნასტიკში” თავი კარგად მართლაც წარმოაჩინა. შეგახსენებთ, 21 წლის ქართველი საყრდენი ნახევარმცველი კატალონურ გუნდში მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაირიცხა და ლიგა ადელანტეში 16 თამაში ჩაატარა (აქედან 15 ძირითად შემადგენლობაში). რაც შეეხება მონაგარს, მან 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი შეადგინა.

“სევილია” კი მოგეხსენებათ, ესპანეთში გამორჩეული გუნდია – ანდალუზიელებმა ბოლო სამ სეზონში მიჯრით მოიგეს ევროპა ლიგა და ახალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებენ.

სტატისტიკა
0.238428