ფეხბურთი

19:02 | 22.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” 39 წლის მეკარე დაიმატა

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა “ლივერპულმა” ვეტერანი ავსტრიელი მეკარე ალექს მანინგერი გაიფორმა. ამის შესახებ “წითლების” ვებგვერდი იტყობინება. მანინგერი, რომელიც სხვათა შორის 39 წლისაა, “ენფილდზე” მომდევნო სეზონს გაატარებს – იგი “ლივერპულს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

“ჩემთვის ეს ნამდვილი სიურპრიზი გახლდათ. ახალ გუნდს ვეძებდი, მაგრამ “ლივერპულიდან” თუ დმაიკავშირდებოდნენ, არ მეგონა. ყველაფერს გავაკეთებ გუნდისთვის, როგორც მოედანზე, ისე გასახდელში”, - განაცხადა ალექსმა.

მანინგერის შესახებ “ბითოლმანების” თავკაცმა იურგენ კლოპმაც ისაუბრა:

“ალექსს უდიდესი გამოცდილება გააჩნია – უთამაშია მაღალ დონეზე ინგლისში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და ავსტრიაში. იგი დიდი პროფესიონალია და სწორედ ამიტომაც ვენდეთ”, - განაცხადა კლოპმა.

მანინგერი ბოლო წლების განმავლობაში გერმანულ “აუგსბურგში” ირჯებოდა. ისე კ, თავის დროზე ლონდონის “არსენალში”, ფლორენციის “ფიორენტინასა” და ტურინის “იუვენტუსშიც” უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110079