ფეხბურთი

19:06 | 21.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: “პოგბასა და “იუნაიტედს” შორის გარიგება არ არსებობს”

მოკლედ, მიმდინარე კვირაში ყველაზე პოპულარული პოლ პოგბას ნახევარმცველია, რომელიც ლამის ყველა გამოცემამ “მანჩესტერ იუნაიტედში” უკვე გადაიყვანა, თუმცა... როგორც ტვიტერის გვერდზე პოგბას მრავლისმნახველმა აგენტმა მინო რაიოლამ დაწერა, ყველაფერი ტყუილია და პოგბას კონტრაქტი არავისთან გაუფორმებიაო.

“არანაირი გარიგება არ არსებობს პოლ პოგბასა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის”, წერს რაიოლა.

გარდა ამისა, აღნიშნულ სიტუაციას თავად პოგბაც გამოეხმაურა და საკმაოდ ირონიულადაც:

“ბიჭებო წაიკითხეთ – შვებულებაში ვარ და ამით სარგებლობენ, სანამ ეს დამთავრდება – მშვიდობით”, - დაწერა სოციალურ ქსელში პოგბამ.

უშუალოდ “მანჩესტერის” მხრიდან კი მოკლე კომენტარი ჟოზე მოურინიომ გააკეთა:

“ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ – პოლ პოგბა “იუვენტუსის” ფეხბურთელია”, - თქვა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, პოგბას “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნების შანსი მართლაც დიდია. ღოგორც ბოლო საათებია აქტიურად იწერება, ფრანგი მანჩესტერში დაბრუნდება, ხოლო “იუვენტუსი” 120 მილიონ ევროს მიიღებს.

0.10933