ფეხბურთი

21:46 | 20.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურა" გაძლიერდა

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარი “ჩიხურა” გაძლიერდა. ამიერიდან იმერული კლუბის რიგებში ნახევარმცველები ლაშა გვალია და თორნიკე გორგიაშვილი ითამაშებენ. ამის შესახებ საჩხერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება. გორგიაშვილი “ჩიხურაში” 2016-2017 წლების სეზონის ბოლომდე დარჩებიან.

რაც შეეხება გვალიას მის კონტრაქტს ყავლი მიმდინარე წლის 31 დეკემბერს გაუვა. გორგიაშვილი გასულ სეზონში “სამტრედიაში” თამაშობდა, ხოლო მანამდე “ზესტაფონში”, “დინამოსა” და “ცხინვალშიც” უთამაშია. ლაშა გვალია კი, საქართველოში “კოლხეთში”, “დილასა” და “სიონში” უთამაშია.

0.109829