ფეხბურთი

11:13 | 20.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტავეკიომ ვენტურა წარადგინა

იტალიის ეროვნულ ნაკრებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში 68 წლის სპეციალისტი ჯამპიერო ვენტურა გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. მწვრთნელი ჟურნალისტებს კარლო ტავეკიომ წარუდგინა.

ვენტურას მოვალეობაა გუნდმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს და იტალიამ რუსეთში კარგად ითამაშოს. გამპიერომ შეცვალა ანტონიო კონტე, რომელიც ლონდონის "ჩელსის" თავკაცი გახდა. "სკუადრა აძურას" მომავალი თავკაცის ვინაობა ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე იყო ცნობილი.

ვენტურას პირველი გამოცდა ელის პირველ სექტემბერს ბარიში, სადაც მისი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ევრო 2016-ის ფინალისტს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი იტალიის მეტოქეები ესპანეთი, მაკედონია, ალბანეთი, ისრაელი და ლიხტენშტეინი იქნებიან.

0.112152