სხვა

14:02 | 20.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მუტკოს ოლიმპიური თამაშების აკრედიტაციას არ მისცემენ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა გუშინ ტელეკონფერენცია გამართა, რომლის შედეგადაც საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს კომისიის მოხსენებასთან დაკავშირებით რიგი გადაწყვეტილებები მიიღო.

უმთავრესი ისაა, რომ რუსეთის სპორტის სამინისტროს ვერცერთი ჩინოვნიკი, რომლის გვარიც რიჩარდ მაკლარენის მოხსენებაში მოხვდა, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის აკრედიტაციას ვერ მიიღებს.

ამრიგად, აკრედიტაციას ვერ მიიღებს რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა ოფიციალურად დაადასტურა.

0.113779