ფეხბურთი

21:12 | 19.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზეა

საქართველოს ჩემპიონი „დინამო“ თბილისი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა. ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა სომხურ „ალაშკერტთან“ ერთი კვირის წინ მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ახლა ზაგრების „დინამოსა“ და მაკედონიურ „ვარდარს“ შორის გამარჯვებულს შეხვება.

„დინამომ“ ერევანში გამარჯვება ვერ მოახერხა, მაგრამ სასურველი შედეგით დაასრულა მატჩი - 1:1. ისე, უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმის საყწის წუთებს თუ არ ჩავთვლით, სომხებს არაფერი გაუკეთებიათ და გაცილებით ლოგიკური შედეგი იქნებოდა თბილისელებს ისევ რომ მოეგოთ.

იუარაი იარაბეკის გუნდმა განსაკუთრებით კარგად შეხვედრის პირველი ტაიმი ჩაატარა და ლოგკური იყო, რომ შესვენებაზე დაწიანურებული გავიდა. გოლი მასპინძელთა უხეშ შეცდომას მოჰყვა დაცვაში - ჯერ მარჯვენა ფლანგზე შეცდნენ „ალაშკერტის“ ფეხბურთელები, რითაც ვლადიმერ დვალიშვილმა ისარგებლა და საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ პასი ცუდი გააკეთა; ბურთს მეკარე კასპაროვი ეუფლებოდა, მაგრამ ხელში ვერ შეიმაგრა და ჯაბა ჯიღაურს გატანა აღარ გასჭირვებია - 0:1. ეს უკვე დიდი უპირატესობა გახლდათ და ცხადი იყო, რომ აბრაჰამ ხაშმანიანის შეგირდები ოტხი გოლის გამტანი არ იყვნენ - ასეც მოხდა.

მეორე ნახევარი სომხეთის ჩემპიონმა კარგად დაიწყო და მალევე გაქვითა ანგარიში - 51-ე წუტზე თავი გიოზალიანმა გამოიჩინა, როცა სკრიბეს მახვილი კუთხიდან აჯობა. თუმცა, ამის მერე „ალაშკერტს“ ღირებული რაფერი გაუკეთებია, პირიქით სტუმრებს უფრო ჰქონდათ მეორე გატანის შანსი. განსაკუთრებით გიორგი პაპუნაშვილის შორეული დარტყმა უნდა გამოვარჩიოთ, ორმელიც ძელს მოხვდა. საერთოდ, პაპაუნაშვილი ნელ-ნელა შედის ფორმაში და ეს „დინამოსთვის“ უსათუოდ კარგის ნიშანი უნდა იყოს.

საბოლოოდ, „დინამომ“ „ალაშკერტის“ ბარიერი ზემდეტი პრობლემების გარეშე გაიარა, მაგრამ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბევრად სერიოზული მეტოქის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. ვისთან ამას ხვალ გავიგებთ, მაგრამ თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მეტოქე ზაგრების „დინამო“ იქნება, რომელიც ბოლო წლებში ცემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სისტემატურად ხვდება და ბუნებრივია გამოცდილების ნაკლებობასაც არ უჩივის. დაველოდოთ, ფაქტია, რომ ამ ბარიერის დასაძლევად საქართველოს ჩემპიონს ბევრად უკეთესი ფეხბურთის ჩვენება მართებს...

„ალაშკერტი“ (სომხეთი) – „დინამო“ (საქართველო) 1:1 (0:1)

პირველი მატჩი: 0:2

ერევანი, „რესპუბლიკური“

„ალაშკერტი“ (3-5-2): კასპაროვი; მინასიანი, ტასიჩი, ვოსკანიანი; არტაკ, ედიგარიანი, არტურ ედიგარიანი (მელქოიანი 65), მურადიანი, კვეკვესკირი, დაშიანი (გაზარიანი 76); გრიგორიანი (ვერანიანი 84), გიოზალიანი

მწვრთნელი: აბრაჰამ ხაშმანიანი

„დინამო“ (4-2-3-1): სკრიბე; ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა, ჭელიძე; ჯიღაური, პარუნაშვილი; კიტეიშვილი (პაპუნაშვილი 68), დვალიშვილი, ჭანტურიშვილი (კურიე 84); ქვილითაია (ცინცაძე 62)

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

გოლები: 0:1 ჯიღაური (21), 1:1 გიოზალიანი (51)

გაფრთხილება: არტურ ედიგარიანი (54), გრიგორიანი (59), კვეკვესკირი (71) - ჭელიძე (54)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 17 (3) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 2:1 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: მოჰამედ ალ-ჰაკიმი (შვედეთი)

სტატისტიკა
0.264427