ფეხბურთი

18:43 | 18.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზარანდია "ლოკომოტივთან" ერთად ემზადება

ლუკა ზარანდია თბილისის "ლოკომოტივში" ვარჯიშობს. 20 წლის ქართველი შემტევი ამჟამად უგუნდოდაა, ამ ზაფხულს დაუმთავრდა ხელშეკრულება ბელგიის "გენკთან".

სავარაუდოდ, ზარანდია "ლოკომოტივს" გაჰყვება ავსტრიულ შეკრებაზე. ლუკამ ერთი თვის წინ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და შესაბამისად, ვარჯიშიც გვიან დაიწყო.

შეგახსენებთ, ზარანდია ორი წლის წინ სწორედ "ლოკომოტივიდან" გადავიდა "გენკში". მას ბელგიის უმაღლეს ლიგაში არ უთამაშია - დუბლებში გამოდიოდა, ხოლო ძირითად გუნდში რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

0.119328