ფეხბურთი

18:42 | 16.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: "კატალონიურის სწავლა დავიწყე"

ესპანურმა "ხიმნასტიკმა" რამდენიმე დღის წინ დაიწყო ვარჯიში და რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად არიან გიორგი აბურჯანია და ახალწვეული ოთარ კაკაბაძეც.

თბილისის "დინამოს" ყოფილმა მარჯვენა მცველმა კაკაბაძემ დიარიო ტარაგონა-სთან კომენტარი გააკეთა: "აბურჯანიას მეგობარი ვარ. მომწონს ტარაგონა და კატალონიურსაც ვსწავლობ (ტარაგონა კატალონიაშია - ავტ.). საერთოდ, ესპანეთი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა და ყველაფერი უმაღლეს დონეზეა".

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონი 20 აგვისტოს დაიწყება და "ხიმნასტიკი" პირველ ტურში "ლუგოს" უმასპინძლებს.

0.112656