კალათბურთი

14:41 | 15.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები საბერძნეთში ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა და 15-დან 24 ივლისის ჩათვლით საბერძნეთის ქალაქ ხალკიდაში „ბ“ დივიზიონში იასპარეზებს.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი ასპარეზობაში დღეს – მონტენეგროს მძლავრ ნაკრებთან მატჩით ჩაერთვება.

ტურნირში 21 გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან სამ საუკეთესოს „ა“ დივიზიონის საგზურები ერგება. მონაწილენი 4 ჯგუფში არიან თავმოყრილნი. საქართველო „ა“ ჯგუფში მონტენეგროსთან, მაკედონიასთან, სომხეთთან და პორტუგალიასთან მოხვდა.

გათამაშების სისტემის თანახმად, პლეი ოფში ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი გავა, რომლებიც საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას მეოთხედფინალებიდან გააგრძელებენ.

შესაბამისად, მესამე-მეოთხე ადგილოსნები 9-16 ადგილებისთვის იბრძოლებენ, ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები საკვალიფიკაციო მატჩებში 17-21 ადგილებს გაინაწილებენ.

საქართველოს ნაკრების კალენდარი (მითითებულია თბილისის დრო):

15 ივლისი

მონტენეგრო – საქართველო 16:15

17 ივლისი

საქართველო – მაკედონია 16:15

19 ივლისი

პორტუგალია – საქართველო 16:15

20 ივლისი

საქართველო – სომხეთი 18:30

www.gbf.ge

0.137052