ჭიდაობა

1:41 | 11.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძის ოქრო და გობაძის ბრინჯაო ესპანეთის გრან-პრიზე

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ გრან-პრიზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 3 წარმომადგენლით იასპარეზა და 2 მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებული გახდა ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გელა ბოლქვაძე (80), რომლისთვისაც ეს უფროს ასაკში პირველი გამარჯვება გამოდგა.

აჭარელმა ფალავანმა ამჯერად ერთი წონით ზედა კატეგორიაში იასპარეზა, სულ კი 3 შეხვედრა გამართა: ესპანელი ადრიან ფორტუნი 12:0 და უნგრელი ლასზო სზაბო 6:3 დაამარცხა, ფინალში კი ეგვიპტელ ფაზი მაჰმოუდის 8:2 მოუგო.

მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა და ევროპის 2-გზის ჩემპიონმა 23-წლამდელთა შორის ლაშა გობაძემ (85), რომელმაც ასევე ზედა წონით კატეგორიაში მოსინჯა ძალები.

მან პირველ შეხვედრაში მექსიკელი ალფონსო ლეივა 13:0 გაანადგურა, მომდევნო შეხვედრაში კი რუსების ქართველ ფალავან – ევროპისა და რუსეთის ჩემპიონ დავით ჩაკვეტაძესთან დათმო შეხვედრა 2:11. მესამე ადგილისათვის შეხვედრაში გობაძემ იტალიე ფაბიოს პარისს 12:3 მოუგო.

ხალიჩაზე ბერძენ-რომაელთანგან მინდია წულუკიძეც (75) გავიდა, თუმცა პირველივე შეხვედრა დათმო (4:7) რუს ილიას მაგომედოვთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრებს ოლიმპიური ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე ხელმძღვანელობდა.

www.wrestling.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124509