რაგბი

16:50 | 9.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლელოების ფოიერვერკი კრაისტჩერჩში (+VIDEO)

სუპერ რაგბის ბოლოსწინა ტურში კრაისტჩერჩში შეკრებილ მაყურებელს მოსაწყენად არ ეცალა. „კრუსეიდერსმა“ და „რებელსმა“ ჯამში 17 ლელო გაიტანეს, ოღონდ აქედან 13 ახალზელანდიელების ანგარიშზე და თამაშიც მათი გამარჯვებით დასრულდა - 85:26.

„კრუსეიდერსს“ რეკორდების დამხობამდე სულ ცოტა დააკლდა. აქამდე ერთ მატჩში ყველაზე მეტი ქულა 2010 წელს, „ჩიფსისა“ და „ლაიონსის“ შეხვედრაში გავიდა - 137, ყველაზე მეტი, 96 ქულა „კრუსეიდერსმა“ 2002 წელს მოაგროვა“ვარატასთან“ და ამ თამაშში მანვე მეტოქეს 14 ლელო გაუტანა. ახლა საკუთარი რეკორდის განმეორებამდე ზელანდიელებს ერთი ლელო დააკლდათ. ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი - 18 ლელო 2010 წელს „ლაიონსისა“ და „ჩიფსის“ შეხვედრაში დაიდო და აქაც რეკორდამდე გუნდებს ერთი ლელო დააკლდათ.

მიუხედავად ასეთი გამარჯვებისა, „კრუსეიდერსი“ საკუთარ კონფერენციაში მაინც მეორე ადგილზე რჩება 50 ქულით და ერთით ჩამორჩება „ჩიფსს“. თამაშის მსვლელობაზე საუბარს აზრიც არა აქვს და მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ საწყის 20 წუთში მასპინძლებმა 5 უპასუხო ლელო დადეს, ხოლო 27-ე წუთზე მეექვსეც გაიტანეს და 38:0 დაწინაურდნენ, ტაიმი კი, 43:7 დასრულდა. ჰეთ თრიკი შეასრულა ჯონი მაკნიკოლმა, ხოლო რაიან კროტმა და ტეილორმა დუბლი გაიფორმეს. 10 გარდასახვიდან 7 მოუნგას, ხოლო 3 ნადოლოს ანგარიშზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129668