ფეხბურთი

10:25 | 9.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

გველესიანი ამჯერად "ვოლინში" ვარჯიშობს

თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი გიორგი გველესიანი უკრაინული ლუცკის "ვოლინში" ვარჯიშობს და შესაძლოა, ამ კლუბში გააგრძელოს კარიერა.

გველესიანს წლეულს დაუმთავრდა კონტრაქტი "დინამოსთან" და ორიოდე კვირის წინ ლვოვის "კარპატიში" მივიდა, სადაც ამხანაგური მატჩებიც ჩაატარა, თუმცა ამჯერად უკვე "ვოლინშია".

შეგახსენებთ, ლუცკის "ვოლინში" წელიწადნახევრის განმავლობაში სანდრო კობახიძე თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110976