ფეხბურთი

20:43 | 8.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერმა" აჰმედ მუსა 16 მილიონად შეიძინა

მოსკოვის ცსკა-ს აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი აჰმედ მუსა კარიერას "ლესტერში" გააგრძელებს. ნიგერიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. BBC-ის ცნობით კი აფრიკელის სანაცვლოდ "მელიებმა" კლუბისთვის სარეკორდო თანხა 16 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.

მუსამ "ლესტერთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელით "საუთჰემპტონი", "ევერტონი" და "ვესტ ჰემი" იყვნენ დაინტერესებულები. აჰმედი არის ინგლისის ჩემპიონისთვის მეოთხე შენაძენი მეკარის რონ-რობერტ ცილერის, მცველის ლუის ერნანდესის და ნახევარმცველის ნამპალის მენდის შემდეგ.

მუსა რუსულ კლუბში 2012 წელს მივიდა და მას შემდეგ 168 მატჩში 54 გოლი გაიტანა. ეროვნულ გუნდში ფეხბურთელმა უკვე 58 შეხვედრა ჩაატარა და თავი 11-ჯერ გამოიჩინა.

0.132237