ფეხბურთი

0:16 | 8.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტმა" "რეალის" ფეხბურთელი დაიმატა

მადრიდის "რეალის" სარეზერვო გუნდის ფეხბურთელი ომარ მასკარელი კარიერას "აინტრახტში" გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 23 წლის მოთამაშემ ფრანკფურტელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მასკარელი მადრიდულ კლუბს 2010 წელს შეუერთდა და სამ წელიწადში "კასტილიაში" დააწინაურეს. მას შემდეგ ნახევარმცველი "დერბისა" და "ხიხონში" იყო განათხოვრებული. გასული სეზონი აფრიკული ფესვების მქონე ომარმა "სპორტინგის" რიგებში 28 მატჩში თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.112928