ფეხბურთი

19:03 | 6.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” ხორვატი მცველი დაიმატა

ხორვატიის ნაკრების მარჯვენა მცველი შიმე ვრსალიკო, რომელიც აქამე იტალიურ “სასუოლოში” თამაშობდა, მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ორივე კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. 24 წლის ბალკანელი ფეხბურთელი “ვისენტე კალდერონზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

“მადრიდის “ატლეტიკოში” თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა და ძალიან ბედნიერი ვარ”, - ეს იყო ვრსალიკოს პირველი სიტყვები ახალ გუნდში გადასვლისას.

შიმე ვრსალიკო “სასუოლოში” 2014 წლიდან თამაშობდა, ხოლო მანამდე “ჯენოასა” და ზაგრების “დინამოშიც” მოასწრო ასპარეზობა. ვრსალიკო ხორვატიის ნაკრების წევრიცაა, თუმცა აქამდე დარიო სრნას დუბლიორი იყო დაცვის მარჯვენა ფლანგზე.

0.10793