კალათბურთი

22:15 | 4.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

დურანტი “გოლდენ სტეიტში” ითამაშებს

კევინ დურანტმა გადაწყვიტა კარიერა “გოლდენ სტეიტში” გააგრძელოს. “ახალ ქალაქი, ახალი გამოწვევები. ვფიქრობ, რომ ახალი გუნდი პერსონალურ ზრდაში მომეხარება. გადავწყვიტე “გოლდენ სტეიტში” ვითამაშო”- განაცხადა დურანტმა.

ESPN-ის ცნობით, კევინი რამდენიმე დღეში “უორიორსთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. წყაროს ცნობით, "დურანტულა" 54 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
კევინი 2007 წლიდან “ოკლაჰომას” ღირსებას იცავდა. 2014 წელს დურანტი რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

0.126687