ფეხბურთი

13:23 | 4.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ ავსტრიაში “რუდარს” გაუტანა (VIDEO)

მოსკოვის “სპარტაკის” შემადგენლობაში ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა ჯანო ანანიძემ თავი გოლით გამოიჩინა. სლოვენიურ “რუდართან” სპარინგ-მატჩში რუსული გუნდის თავკაცმა დიმიტრი ალენიჩევმა ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში გამთამაშებლად დააყენა და ჯანომაც ნდობა დაუფასა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა შეხვედრის 24-ე წუთზე გახსნა ანგარიში - ზე ლუიშის კარგი გადაცემის შემდეგ, მეკარეს ერთი შეხებით ტექნიკური დარტყმით გაუტანა. ჯანომ მოედაზე 62 წუთი გაატარა, მისმა გუნდმა კი 2:1 იმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126008