ფეხბურთი

19:12 | 1.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონმა ინგლისელებს ელერდაისი ურჩია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სემ ელერდაისის დანიშვნა ურჩია.

ფერგიუსონის აზრით, 61 წლის სპეციალისტი, რომელმაც გასულ სეზონში “სანდერლენდი” პრემიერლიგიდან დაქვეითებას გადაარჩინა, სანაკრებო დონეზე ძალის მოსინჯვის შანსს იმსახურებს და მას შეუძლია ინგლისელებს წარმატება მოუტანოს. ლეგენდარული შოტლანდიელი მწვრთელი ამბობს, რომ ელერდაისმა უდიდესი სამუშაო შეასრულა და კარგად ჩარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები ფინანსურად შეზღუდულ კლუბებში: “ბოლტონში”, “ბლექბერნში”, “ვესტ ჰემში” და ახლა“სანდერლენდში”.

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ევრო 2016-ზე ისლანდიასთან 1/8-ფინალურ ეტაპზე განცდილი მარცხის შემდეგ როი ჰოჯსონმა დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122343