ფეხბურთი

10:41 | 28.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნავალოვსკი საბერძნეთის "ვერიაში" მიდის

გიორგი ნავალოვსკი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ "ვერიაში" გადადის. ამის შესახებ ბერძნული საიტებიც იუწყებიან. 30 წლის მარცხენა მცველი საბერძნეთში ყოფილა მოლაპარაკებებზე და სავარაუდოდ, მხარეები შეთანხმდებიან კიდეც.

საქართველოს ნაკრების მარცხენაფლანგელი ბოლოს ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" თამაშობდა, სადაც კონტრაქტი გაწყვიტა.

"ვერიას" რაც შეეხება, გუნდმა გასულ სეზონში მე-14 (ბოლოდან მესამე) ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115991