ფეხბურთი

12:03 | 23.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩილეს ნაკრებს ფინალისკენ გზა ვერც კოლუმბიამ და ვერც ამინდმა გადაუკეტა (+VIDEO)

კოპა ამერიკის მოქმედი გამარჯვებული ჩილეს ეროვნული ნაკრები ტიტულის დაცვას მიმდინარე ტურნირის ფინალში შეეცდება. ჩილელებმა ნახევარფინალურ მატჩში კოლუმბია 2:0 დაამარცხეს და გადამწყვეტ შეხვედრაში შარშანდელის მსგავსად ისევ არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ამ გუნდების ერთიწლისწინანდელი პაექრობა უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი ჩილეს ნაკრებმა იმარჯვა.

ჩილელებმა კოლუმბიელებს მატჩის დასაწყისშივე გაუტანეს ორი გოლი. მე-7 წუთზე ანგარიში ჩარლეს არანგისმა გახსნა, ოთხ წუთში კი ხოსე ფუენსალიდამ ორამდე გაზარდა მისი გუნდის უპირატესობა. ჩიკაგოში გამართული შეხვედრა ორ საათზე მეტი დროით იყო შეწყვეტილი მოსალოდნელი ქარიშხალის გამო, საფრთხის გავლის შემდეგ თამაში განახლდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ჩილესა და არგენტინის ნაკრებთა ფინალური დაპირისპირება 27 ივნისს ნიუ ჯერსიში გაიმართება, ერთი დღით ადრე კი გლენდეილში კოლუმბია და აშშ მესამე ადგილისთვის ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131233