ფეხბურთი

14:00 | 21.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელებმა ახალი მწვრთნელი წარადგინეს

ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციამ ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად წარადგინა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები 2018 წლის მუნდიალზე მოსახვედრად “კორინთიანსის” აწ უკვე ყოფილი თავკაცის, ედენორ ლეონარდო ბაჩის, იგივე ტიტეს ხელმძღვანელობით იბრძოლებენ. 55 წლის ბრაზილიელმა სპეციალისტმა ეროვნული გუნდის სათავეში თანამემამულე კარლოს დუნგა შეცვალა, რომლის გაწვრთნილმა ნაკრებმა კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშების ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

ტიტემ სამწვრთნელო კარიერა 1990 წელს დაიწყო და ბრაზილიის თითქმის ყველა წამყვან კლუბში უმუშავია, ნაკრების მწვრთნელობა კი მისთვის სადებიუტოა.

“ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნა ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მომენტია. ახლა ჩვენი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაა. ამ დროისთვის შესარჩევში ჩვენი პოზიცია ამის საშუალებას არ იძლევა, თუმცა მჯერა ერთობლივი მუშაობით წარმატებას მოვაღწევთ” - აცხადებს ბრაზილიელთა ახალი თავკაცი.

მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ სამხრეთამერიკულ ზონაში ბრაზილიის ნაკრები 6 ტურის შემდეგ 9 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება, მის წინ მყოფ კოლუმბიისა და ჩილეს ნაკრებებს ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო ლიდერ ურუგვაის 4 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14669