ფეხბურთი

17:25 | 18.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყენიამ “სლოვანს” ლამაზი გოლი გაუტანა (+VIDEO)

ლევან ყენიას “სლავიამ” ამხანაგურ მატჩში 4:0 მოუგო ბრატისლავის “სლოვანს”. ლევანი პრაღელთა გუნდის სასტარტოში არ იყო, მეორე ტაიმი ითამაშა სრულად და გოლიც გაიტანა: 70-ე წუთზე 3:0 გახადა ანგარიში. მეორე ნახევარში “სლავიამ” სამი ბურთი შეაგდო.

გოლს რაც შეეხება: კუთხურის შემდეგ ბურთი მოიგერიეს, ლევანს საჯარიმოს გარეთ მიუვიდა, გაისწორა და ცხრიანში გაგზავნა.

ყენიამ წინა ამხანაგურ მატჩში საგოლე პასი მიითვალა. ჯერ კიდევ არის საუბარი 25 წლის ქართველი ნახევარმცველის შესაძლო ტრანსფერზე, კერძოდ, რუსული კლუბები ინტერესდებიან, თუმცა საქმე წინ არ წასულა. უფრო სავარაუდოა, რომ ყენია “სლავიაში” დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122101