ფეხბურთი

4:11 | 18.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკომ კარიერა დაასრულა და მწვრთნელად იმუშავებს

თბილისის "დინამოს” ყოფილმა ლიდერმა, 25 წლის ესპანელმა შემტევმა ჩისკომ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. მან ბოლო სეზონი ტარაგონას “ხიმნასტიკში” გაატარა, სადაც გიორგი აბურჯანია თამაშობს. ჩისკო ძველებურად ვეღარ თამაშობდა, იშვიათადღა გამოჰყავდათ მინდორზე. ფეხბურთიდან არ წასულა: “ხიმნასტიკის” სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.
ჩისკო მუნიოსი 2011-2014 წლებში თამაშობდა თბილისის “დინამოში” და ბევრის აზრით, მისი დარი ლეგიონერი საქართველოს ჩემპიონატში არავინ ყოფილა. ჩისკო ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ მოიგო თასი და ერთხელაც სუპერთასი. ასევე, ორჯერ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.
ჩისკო 2004 წელს “ვალენსიაში” თამაშისას ესპანეთის ჩემპიონი გახდა და უეფას თასიც მოიგო.
გუშინ მან პრესკონფერენცია გამართა და ატირდა კიდეც: “მაპატიეთ, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებ. 17 წელი გავატარე პროფესიულ ფეხბურთში და ბედნიერი ვარ, რომ უამრავი მეგობარი შევიძინე, რომლებიც დღესაც ჩემი ერთგულები არიან”.

0.122786