ფეხბურთი

15:39 | 16.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: არველაძემ “მაკაბი” ჩაიბარა

შოთა არველაძე თელ ავივის “მაკაბის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. დღეს, ქართველ სპეციალისტსა და ებრაულ კლუბს შორის კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დადასტურდა. შოთა ისრაელის ვიცე-ჩემპიონს მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში დამოძღვრავს.

“მაკაბი” გასულ სეზონში ჩემპიონ “ჰაპოელს” ორი ქულით ჩამორჩა და ამიტომაც ახალი სეზონიდან ევროპა ლიგაზე მოუწევს თამაში. ისე კი, შეგახსენებთ, რომ შარშან თელ ავივის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა.

“მაკაბი” ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდია და ქვეყნის ჩემპიონი აქამდე 21-ჯერ გამხდარა, ხოლო თასი 23-ჯერ მოიგო. ამ გუნდს რიგებში ისრაელის ნაკრების არაერთი წამყვანი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის ერან ზაჰავი, ტალ ბენ ჰაიმი (მცველი), ტალ ბენ ჰაიმი (თავდამსხმელი), ავი რიკანი და სხვანი. ცოტა ხნის წინ კი, ვეტერანი იოსი ბენაიუნიც გაიფორმეს.

რაც შეეხება არველაძეს, იგი ბოლოს თურქულ “ტრაბზონსფორს” ედგა სათავეში, თუმცა კლუბი მალევე დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117463