ფეხბურთი

13:32 | 16.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ემერის პსჟ-ში მომავალი კვირიდან ელიან

საფრანგეთის ჩემპიონის “პარი სენ ჟერმანის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე უნაი ემერის დანიშვნა ოფიციალურად მომავალ კვირაში გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

ფრანგული გამოცემის ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ლორან ბლანთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე და გადასახდელი კომპენსაციის ოდენობაზე აწარმოებს მოლაპარაკებას. პარალელურად, დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს 44 წლის ესპანელ სპეციალისტთან, რომელმაც სამწლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ “სევილია” ახლახან დატოვა.

ასევე სამი წელი ხელმძღვანელობდა პსჟ-ს ლორან ბლანიც და დედაქალაქელებმა ამ დროის განმავლობაში ყველა ფრანგული ჯილდო მოიგეს, თუმცა ჯერაც ვერ შეწვდნენ სანატრელ ჩემპიონთა ლიგის თასს და კლუბის თავკაცებმაც მწვრთნელის შეცვლა ამის გამო გადაწყვიტეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13731