ჭადრაკი

21:32 | 15.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე და ყუფარაძე დაწინაურდნენ

საინტერესოდ მიმდინარეობს ლეგენდარული ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშება ექსპერიმენტალურ ჭადრაკში MAIA CHESS.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე პარტიები იწყება განსაზღვრული პოზიციიდან, რომელიც შესაძლოა მერყეობდეს 1 სვლიდან მე-15 ის ჩათვლით. მოთამაშეები პარტიის დაწყებამდე 10 წუთით ადრე უსხდებიან დაფას. თეთრი ფერით მოთამაშე კენჭისყრით იღებს პოზიციის განმსაზღვრელ ნომერს. შემდეგ მსაჯი ან თავად მოთამაშეები ალაგებენ დაფაზე შესაბამისს პოზიციას. მონაწილე ტურნირის განმავლობაში ორჯერ არ თამაშობს ერთი და იგივე პოზიციას.

აგრეთვე, ახლებურია ტურნირში ქულათა დათვლის სისტემაც. მეტოქეებს გამარჯვებაზე 3 ქულა ეწერებათ, ფრეზე – 1, წაგებაზე – 0.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქალთა შორის ერთპიროვნულად დაწინაურდა ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე. მას 2 ქულით ჩამორჩება 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული სოფო ხუხაშვილი.

13-13 ქულით შემდეგ ადგილებს 2015 წლის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატის გამარჯვებული სალომე მელია და ევროპის მოქმედი ჩემპიონი 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ნინო ხომერიკი ინაწილებენ.

ვაჟთა შორის ასევე ერთპიროვნულად ლიდერობს საერთაშორისო ოსტატი გიგა ყუფარაძე. რომელმაც დღევანდელი 3 გამარჯვებით გადაუსწრო კონკურენტებს. მეორე ადგილზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ლევან ფანცულაია იმყოფება 16 ქულით, ხომე მესამეზე 15 ქულით საერთაშორისო დიდოსტატი კოკა შანავაა.

სატურნირო მდგომარეობა მესამე სათამაშო დღის შემდეგ:

ქალები:

1. ნანა ძაგნიძე - 20 ქულა;

2. სოფო ხუხაშვილი - 18 ქულა;

3-4. სალომე მელია, ნინო ხომერიკი - 13 ქულა;

5. ნინო ხურციძე - 11 ქულა;

6. სოფო გურამიშვილი - 10 ქულა;

7. მერი არაბიძე, - 8 ქულა;

8. მაია ლომინეიშვილი - 6 ქულა.

ვაჟები:

1. გიგა ყუფარაძე - 19 ქულა;

2. ლევან ფანცულაია - 16 ქულა;

3. კონსტანტინე შანავა - 15 ქულა;

4. მერაბ გაგუნაშვილი - 14 ქულა;

5. მიხეილ მჭედლიშვილი - 11 ქულა;

6. ირაკლი ბერაძე - 8 ქულა;

7-8. თორნიკე სანიკიძე, ლუკა პაიჭაძე - 5 ქულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105126