ფეხბურთი

14:57 | 9.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგუა “ორდაბასიში” 1,5-წლიანი კონტრაქტით

გოგიტა გოგუამ წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა ყაზახურ “ორდაბასისთან”. გოგიტას მაისის ბოლოს დაუმთავრდა კონტრაქტი “ირტიშთან”, სადაც სამი თვე გაატარა და მშვენივრად ითამაშა: 4 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა ჩემპიონატში, თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დაასახელეს.

გოგუას დაბალი ხელფასი ჰქონდა “ირტიშში”, კლუბმა კი კარგი პირობებით ვერც ამჯერად უზრუნველყო და ფეხბურთელიც “ორდაბასიში” წავიდა.

“ორდაბასი” მეექვსე ადგილზეა ყაზახეთის ჩემპიონატში, “ირტიში” კი – მეორეზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120437