ფეხბურთი

13:16 | 8.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

იერომ “ოვიედო” ჩაიბარა

მადრიდის “რეალის” ყოფილმა კაპიტანმა ფერნანდო იერომ ესპანური გუნდი “ოვიედო” ჩაიბარა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანელმა სპეციალისტმა 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კარგი შედეგის შემთხვევაში ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდება.

იერო 2014-2015 წლებში “რეალის” მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ასისტენტი იყო. გასულ სეზონში სეგუნდა დივიზიონში “ოვიედომ” მეცხრე ადგილი დაიკავა.

0.10056