ფეხბურთი

15:10 | 7.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოგუამ “ირტიში” ოფიციალურად დატოვა

გოგიტა გოგუას ყაზახურ “ირტიშთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და კლუბი დატოვა. ამის შესახებ კლუბის საიტი წერს.

“მადლობა გოგიტას გაწეული სამუშაოსთვის, წარმატებას ვუსურვებთ კარიერაში” – ასეთია ოფიციალური განცხადება.

გოგუამ ოთხი თვე გაატარა გუნდში და 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა. 32 წლის ქართველი მართლაც კარგად ათამაშდა “ირტიშში” და შესაძლოა, ისევ ყაზახეთის ჩემპიონატში ითამაშოს: საუბარია “ორდაბასიზე” და კახა ცხადაძის ‘ქაირათზე”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.851337