ფეხბურთი

12:41 | 7.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურია: „გულშემატკივარი ჩვენსკენ კარგი თამაშით უნდა შემოვაბრუნოთ“

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი გიორგი ჭანტურია, რომელსაც სლოვაკეთთან და რუმინეთთან ამხანაგური მატჩები გაუცდა, ესპანეთთან დღევანდელი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება. ქართველმა ფეხბურთელმა მომავალი მატჩის შესახებ საუბრისას ყურადღება გულშემატკივართა განწყობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეროვნულმა გუნდმა ქომაგის თვალში რეაბილიტაცია კარგი თამაშით უნდა მოახერხოს.

"სლოვაკეთთან თამაშში მონაწილეობა ვერ მივიღე, რადგან კლუბის თამაშები მქონდა და გუნდს გვიან შევუერთდი. რაც შეეხება რუმინეთთან მატჩს - ვარჯიშზე ტრავმა მივიღე და ვერ შევძელი თამაში. ორი ცუდი შეხვედრა ჩავატარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით… ახლა, ჩემი აზრით, მსოფლიოში ნომერ პირველ ნაკრებს ვეთამაშებით,. ძალიან ცუდი განწყობაა საქართველოში, შეიძლება ვერც შევედაოთ ამაში, მაგრამ არაფერი გვაქვს დასაკარგი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და ხალხი ჩვენსკენ შემოვაბრუნოთ" - ციტირებს გიორგი ჭანტურიას სიტყვებს სფფ-ს პრესსამსახური.

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური მატჩი დღეს, მადრიდში, სტადიონ “ალფონსო პერესზე” 22:45 საათზე (თბილისის დროით) დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

0.119419