ფეხბურთი

19:10 | 6.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ტორპედოს“ გურული დაუბრუნდა

თბილისის „დინამოდან“ წასული გიორგი გურული კარიერას მშობლიურ გუნდში, ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს. როგორც იმერული კლუბის პრესსამსახური იტყობინება, 27 წლის მცველთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

გურული "ტორპედოს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ვარჯიშობდა ბესო ბრეგაძის ხელმძღვანელობით. ქუთაისურ გუნდში თამაშობდა 7 სეზონის განმავლობაში. "ტორპედოს" გარდა გამოდიოდა "ბორჯომში", ყაზახურ "შახტიორში", "დილაში", "ზესტაფონში", "შუქურაში" და ბოლოს თბილისის "დინამოში".

დღესვე, კლუბთან კონტრაქტები გაახანგრძლივეს შოთა ბაბუნაშვილმა, მაქსიმე ქვილითაიამ და ბექა ტუღუშმა. უფრო ადრე ახალი ხელშეკრულებები გაფორმდა ვაჟა ტაბატაძესთან, გიორგი ნერგაძესთან, თორნიკე კაპანაძესთან, ბაქარ მირცხულავასთან და გიორგი ქიმაძესთან.

რაც შეეხება „ტორპედოდან“ წასულ ფეხბურთელებს, შეგახსენებთ, რომ გუნდი დატოვეს გიორგი კუხიანიძემ და ირაკლი კლიმიაშვილმა, რომლებიც ახალ სეზონში თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშებენ, ხოლო ბოლნისის „სიონში“ გადავიდა ლაშა შინდაგორიძე.

„ტორპედო“ ახალი სეზონისთვის კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით მოემზადება, რომელიც ქუთაისელებს რამდენიმე დღის წინ ჩაუდგა სათავეში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108409